არ არსებობს რაიმე მინიშნება იმისა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები ვერ ხედავს მიზეზს, რომ შეცვალოს საკუთარი ბირთვული პოზიცია.
ბლინკენმა აღნიშნული კომენტარი შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია „თეორიულად“ გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ საფრთხე ემუქრება მის ტერიტორიულ მთლიანობას ან არსებობას, მაგრამ ეს არ არის საჭირო.