„რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება არ სჭირდება“ – პუტინი

დასავლეთის ქვეყნები მუდმივად ცდილობენ რუსეთის მკაცრი ქმედებებისკენ პროვოცირებას და ელოდებიან, რომ რუსეთი დაიწყებს „ღილაკზე დაჭერას“, მაგრამ მოსკოვი ამას არ გააკეთებს, რადგან უკრაინას არ აქვს წარმატებები ფრონტის ხაზზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ყველა ელოდება, რომ ჩვენ დავიწყებთ ღილაკებზე დაჭერას, მაგრამ ასეთი საჭიროება არ არსებობს. არ არსებობს ასეთი საჭიროება, რადგან ფრონტის ხაზზე მტერს წარმატება არ აქვს.

ბირთვული იარაღის გამოყენება, რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია, რუსეთისთვის შესაძლებელია, თუ საფრთხე ემუქრება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, რუსეთის სახელმწიფოს არსებობას“, – აღნიშნა კრემლის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები