ნატოს წევრები შესაძლოა, მზად იყვნენ, ალიანსში უკრაინის გზაზე გარკვეული წინაღობები მოხსნან.
ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, – წერს The Guardian-ი.
”უფრო და უფრო მეტი ნიშანია იმის, რომ ყველა ამაზე შეთანხმდება. ამისთვის მე ღია ვიქნებოდი”, – თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ ნატო გამორიცხავს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას, სანამ ის ომის აქტიურ ფაზაში იმყოფება.
დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ MAP-ის გარეშე, დაჩქარებული წესით ალიანსში უკრაინის მიღებას აშშ-ის პრეზიდენტი უჭერს მხარს.
როგორც Axios-მა ორ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, ბაიდენი იენს სტოლტენბერგის შესაბამისი წინადადების მომხრეა, იმ პირობით, რომ ეს რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს.