ჯანმო: კახოსვსკაიას ჰესის აფეთქებამ შესაძლოა, დაავადებები გამოიწვიოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგად შესაძლოა, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები წარმოიქმნას.

ამის შესახებ უკრაინაში ორგანიზაციის წარმომადგენელმა, იარნო ჰაბიხტმა თქვა.

მისი თქმით, ორგანიზაციას ამ დროისთვის დაავადებების გავრცელების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია, “თუმცა, მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერა გავაფართოოთ”.

შესაძლო კატასტროფის მოლოდინში, ჰაბიხტი სტამბოლში, დონორებთან შესახვედრად გაემგზავრა, რომ მოიპოვოს მხარდაჭერა ადამიანების გადარჩენის შესაძლო ფართომასშტაბიანი ოპერაციის დროს.

“სიტუაცია იცვლება, კახოვსკაიას ჰესის კაშხლის განადგურებამ ძლიერი დატბორვა გამოიწვია, მოსახლეობის გადაადგილება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი რისკები. ამჟამად, ჩვენი მთავარი საზრუნავია, დაავადებების პოტენციური გავრცელება, მათ შორის, ქოლერა და ტიფი, ასევე, მღრღნელებით გადამდები დაავადებები“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები