კრივოი როგში კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

რუსი ოკუპანტების მიერ კრივოი როგში 13 ივნისს, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ქალაქის მერმა, ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გუშინდელი იერიშის შედეგად, ქალაქში სულ 38 დაშავებული იყო, მათგან 11 საავადმყოფოში მოათავსეს.

კრივოი როგში დღეს გლოვაა.

მომხდარს გუშინ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთი აგრძელებს “ომს საცხოვრებელი კორპუსების, ჩვეულებრივი ქალაქების და ხალხის წინააღმდეგ”.

“სამწუხაროდ, არიან დაღუპულები, დაჭრილები. კრივოი როგში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა!”, – დაწერა მან “ტელეგრამში”.

ზელენსკიმ პირობა დადო, რომ რუსები ყოველი რაკეტისთვის აგებენ პასუხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები