აშშ უკრაინას 325 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
აღნიშნული დახმარების პაკეტი მოიცავს ახალ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, დამატებით საბრძოლო იარაღს, ჯავშანტექნიკასა და სხვა საჭირო აღჭურვილობას.
„რუსეთმა დაიწყო ეს არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთს შეუძლია, ნებისმიერ დროს დაასრულოს ის, შეაჩეროს სასტიკი თავდასხმები უკრაინის ქალაქებსა და ხალხზე, ვიდრე რუსეთი ამას არ გააკეთებს, აშშ და ჩვენი მოკავშირე პარტნიორები უკრაინასთან ერთად იქნებიან იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება“, – განაცხადა ბლინკენმა.