“თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებთ” – უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოქალაქეებს დნეპრის აუზის თევზის ჭამისგან თავშეკავებას ურჩევს

კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგად, თევზის მასობრივი განადგურება მოხდა, რის გამოც არ არის რეკომენდებული არა მხოლოდ ხერსონის გარშემო, არამედ დნეპრის აუზშიც ახლად დაჭერილი თევზის საკვებში მიღება.

ამის შესახებ უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

„კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შედეგად, იღუპება დიდი რაოდენობით თევზი, რომლის გადამუშავებამ და მოხმარებამ შესაძლოა, მოწამვლა, კერძოდ, ბოტულიზმი გამოიწვიოს. გირჩევთ, უახლოეს მომავალში თავი შეიკავოთ არა მხოლოდ ხერსონის რეგიონში, არამედ – დნეპრის მდინარის აუზის რეგიონში ახლად დაჭერილი თევზის ყიდვისა და ჭამისგან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულია, რომ, “დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებთ”.

“ხაზს ვუსვამთ, რომ ცოცხალი თევზის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს ექსკლუზიურად ვეტერინარული და სანიტარიული მოთხოვნების დაცვით, კერძოდ: ცოცხალი თევზის თითოეული პარტია ბაზარზე უნდა შემოვიდეს ზედნადებითა და თანმხლები ვეტერინარული დოკუმენტებით, რის შემდეგაც ტარდება ვეტერინარული და სანიტარიული ექსპერტიზა”, – აცხადებს უწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები