დავარღვიოთ საუკუნის მითი – რით წერენ კოსმოსში, ფანქრით თუ კალმით?

რა თქმა უნდა, ბევრმა თქვენგანმა დიდი ხანია, იცის ამბავი, რომ 1960-იანი წლების კოსმოსური რბოლის დროს, NASA-მ მილიონობით დოლარი დახარჯა „კოსმოსური კალმის“ შემუშავებაზე, ხოლო საბჭოთა კოსმონავტები ჩვეულებრივი ფანქრით წერდნენ. კოსმოსში გამოსაყენებელი სპეციალური კალამი ნამდვილად არსებობს და მას Fisher Space Pen ჰქვია. ის ივსება სქელი მელნით, რომელიც მაღალი წნევის ქვეშ მიეწოდება. ასეთ კალამს შეუძლია, დაწეროს თუნდაც ვერტიკალურ ზედაპირზე, ცხიმიან ქაღალდზე ან წყლის ქვეშ.

ფანქრებს კოსმოსში ამერიკელი კოსმონავტებიც იყენებდნენ. ცნობილია, რომ 1965 წელს ასტრონავტებისთვის  სპეციალური მექანიკური ფანქრები თითო 128 დოლარად იყიდეს. მათში გრიფელი ჩვეულებრივი იყო, მაგრამ კორპუსი ძალიან მყარი მასალისგან გახლდათ დამზადებული.

დროთა განმავლობაში, ამერიკელმა და საბჭოთა კოსმოსის მკვლევრებმა გააცნობიერეს, რომ ფანქარი არ არის საუკეთესო საწერი საშუალება კოსმოსისთვის. როდესაც ისინი ფანქარს იყენებდნენ, გრაფიტის პაწაწინა ნაწილაკები, რომლებიც ელექტროენერგიას ატარებენ, კოსმოსური ხომალდის შიგნით დაფრინავდნენ. ელექტრონიკაში მოხვედრისას ისინი მოკლე ჩართვის საფრთხეს ქმნიდნენ, რაც ავარიის წინაპირობაც შეიძლება გამხდარიყო.

აპოლო 1-ის მისიის დროს მომხდარმა კატასტროფამ აჩვენა ადამიანების კოსმოსური ხომალდების აალების განსაკუთრებული საფრთხე. 1967 წლის იანვარში, გაშვების რეპეტიციის დროს ხანძარი გაჩნდა ამავე სახელწოდების გემზე, რამაც ასტრონავტების სიკვდილი გამოიწვია.

ჩვეულებრივი ბურთულიანი კალმები კოსმოსში ასევე საშიში იყო, რადგან მელნის პაწაწინა წვეთები შეიძლება, გემზე გაფანტულიყო.

კალმებისა და ფანქრების შემცვლელად, ასტრონავტებმა კოსმოსში Duro Pen-ის ფირმის მარკერები წაიღეს. საბჭოთა პილოტები იყენებდნენ ცვილის ფანქრებს, მაგრამ ისინი სქელი და ბუნდოვანი ხაზებით წერდნენ.

კოსმოსში გამოსაყენებელი კალამი შეიქმნა 1965 წელს – ყოველ შემთხვევაში,  მეწარმე პოლ ფიშერმა პატენტი სწორად მაშინ შეიტანა. მას ეწოდა Fisher Space Pen და მის პირველ მახასიათებლად შეიძლება, ჩაითვალოს ვოლფრამის კარბიდის საწერი ბურთის არსებობა, რომელიც, მელნის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, უკიდურესად ზუსტად იყო დამონტაჟებული.

ფიშერის კოსმოსური კალმის გამოყენების ხანგრძლივობა 100 წელია. მისი მოხმარება შესაძლებელია 3800 მეტრ სიმაღლეზე, -35-დან +120 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურაზე. ხაზები მკვეთრია სველ ან ცხიმიან ქაღალდზეც კი, რითაც ჩვეულებრივი კალმები ვერ დაიკვეხნიან.

პოლ ფიშერმა საკუთარი ფული გამოიყენა კოსმოსური კალმის შესაქმნელად. NASA-მ მუშაობა არ დააფინანსა. ამერიკელი ასტრონავტებისთვის სულ 400 კალამი შეიძინეს, თითოეული 2,39 დოლარი ღირდა. მათ იყენებდნენ საბჭოთა კოსმონავტებიც – მათთვის 100 ეგზემპლარი შეიძინეს.

ფიშერის კალმებს კოსმონავტები დღემდეც იყენებენ, მაგრამ დღეს ასტრონავტებსა და კოსმონავტებს დღეს საწერი ინსტრუმენტების უფრო ფართო არჩევანი აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები