კახოვსკაიას ჰესის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად, ხერსონის რეგიონის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, რომელიც ამჟამად რუსი ოკუპანტების მიერ არის კონტროლირებადი, დაღუპულთა რიცხვმა 17-ს მიაღწია.

ამის შესახებ საოკუპაციო ძალების ე.წ. ხელმძღვანელმა, ანდრეი ალეკსეენკომ განაცხადა.

“სამწუხაროდ, ნაცისტური დივერსიის შედეგად, მსხვერპლი იზრდება. გოლი პრისტანში 12 გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია დილით დადასტურდა, ალიოშკიში კი 5 დაღუპულია”, – დაწერა მან.

გასულ კვირას საოკუპაციო ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ დაღუპულია სამიდან ხუთ ადამიანამდე.

ამავდროულად, 12 ივნისს უკრაინის შს მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, რომელსაც კიევი აკონტროლებს, მომხდარს უკვე 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, კიდევ 42 მოქალაქე დაკარგულად მიიჩნევა.

მედიის ინფორმაციით, ჯამურად, კახოვსკაიას ჰესის აფეთქებას დნეპრის ორივე მხარეს, ამ დროისთვის უკრაინის 27 მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები