რუსეთი ბოლო თვეების განმავლობაში მუშაობდა ირანიდან დამრტყმელი დრონების გრძელვადიანი მიწოდების უზრუნველყოფაზე.
ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაში.
სააგენტოს ცნობით, რუსეთი, სავარაუდოდ, გადავიდა ირანული დრონების საჰაერო გზით მიღებიდან, კასპიის ზღვის გავლით გემებით დიდი ოდენობით მიღებაზე.
ამ „ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანმა“ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გაცილებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
დაზვერვის თქმით, დერეფანი რუსეთს საშუალებას აძლევს, მოიპოვოს წვდომა აზიის ბაზრებზე, მათ შორის, იარაღის გადაცემისთვის, გზით, რომელიც, როგორც მოსკოვში ვარაუდობენ, ნაკლებად არის მგრძნობიარე სანქციების მიმართ.
“რუსეთი ასევე მუშაობს დამრტყმელი დრონების შიდა წარმოებაზე, მაღალი ალბათობით, ირანის დახმარებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.