“საფრანგეთი კონტრშეტევის მხარდასაჭერად უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააძლიერებს” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები გააძლიერებენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს კონტრშეტევაში დაეხმარონ.

ამის შესახებ მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, – წერს Reuters-ი.

“ყველაფერს გავაკეთებთ დასახმარებლად. გავაძლიერებთ საბრძოლო მასალის, იარაღისა და საბრძოლო მანქანების მიწოდებას”, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დახმარება უახლოეს კვირებში გაგრძელდება.

მან ასევე დაამატა, რომ ცოტა ხნის წინ ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელმაც კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები