სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მაგრამ უკრაინული ძალები წინ მიიწევენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ბრძოლები სასტიკია, მაგრამ ჩვენ წინ მივდივართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მტრის დანაკარგები ზუსტად ისაა, რაც ჩვენ გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში ამინდი არასახარბიელოა – წვიმები ართულებს ჩვენს ამოცანას – ჩვენი მეომრების სიძლიერე მაინც იძლევა შედეგს და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია, ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს საბრძოლო ბრიგადებს შესაბამის რაიონებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი და ცხელი ოპერატიული ტერიტორიები ტავრიასა და ხორტიციას მიმართულებებია.
„ჩვენ ვინარჩუნებთ და ვაძლიერებთ ჩვენს ოპერატიულ დომინანტობას. განსაკუთრებით მადლობელი ვარ ბახმუტისთვის, რადგან ჩვენ ვზრდით კონტროლს ამ სფეროში“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.