„მსხვერპლშეწირვის მიწა“ – ანა ფატლაძის გამოფენა გაიხსნება

14 ივნისი, 18:30 საათზე, ფოტოგრაფ ანა ფატლაძის ფოტონამუშევრების სერია  და გამოფენა  „მსხვერპლშეწირვის მიწა“ გაიხსნება. 20:00 საათზე კი მკვლევარ გიორგი ცინცაძესთან საუბარი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ანა ფატლაძის ნამუშევრების სერია გრძელვადიანი კვლევაა, სადაც რეალობა და ფიქცია ერთი მდინარესავით მიედინება და ორი ისტორია – მსხვერპლშეწირვისა და თავგანწირვის – ერთმანეთს ერწყმის; სადაც მითიდან, როგორც კოლექტიური ქვეცნობიერიდან, იბადება რეალობა.
დღევანდელობა, როგორც დეფორმირებული ლეგენდა, საიდანაც ექოსავითღა ისმის ფოლკლორში დამალული ღირებულებები. სერიის მამოძრავებელი ძალა სწორედ ეს შემორჩენილი მისტიკაა – ქალაქი, რომელიც როგორღაც აგრძელებს არსებობას: იხრჩობა და მაინც სუნთქავს. ტექსტი, ხმა, ფოტო და ვიდეოგამოსახულება – გადმოსცემენ ადამიანის ცნობიერების დინებას.

გამოფენის დროები: 15-16 ივნისი, 16:00-20:00.
მისამართი: თეატრალური კომპანია „ჰარაკი“, პ. მელიქიშვილის გამზ. 20, ღვინის ქარხნის შენობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები