იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, სილვიო ბერლუსკონი მილანში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ANSA ავრცელებს.
სილვიო ბერლუსკონი 9 ივნისს მილანის სან-რაფაელეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც 19 მაისს, 45-დღიანი ყოფნის შემდეგ გაწერეს.
მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსი საავადმყოფოში “გეგმური შემოწმებისთვის” გადაიყვანეს.
თუმცა, დღეს საავადმყოფოსთან მისი ძმა, პაოლო და ქალიშვილი, მარინა ადგილობრივი დროით 09:30 საათზე მივიდნენ. რამდენიმე წუთში კი, ადგილზე ბერლუსკონის მეოთხე შვილი – ელეონორაც მივიდა.
ბერლუსკონის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო წლებში გაუარესდა. 2016 წელს მას გულის ოპერაცია ჩაუტარდა და სამი წლის წინ, COVID-19-ით დაინფიცირების შემდეგ, რამდენჯერმე გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ბერლუსკონის პარტია „წინ იტალია“, ჯორჯა მელონის მემარჯვენე კოალიციის ნაწილია, თუმცა, მას იტალიის მთავრობაში არანაირი როლი არ აქვს.
86 წლის ბერლუსკონი საავადმყოფოში 5 აპრილს გადაიყვანეს და ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, რამაც გამოიწვია ვარაუდი, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.