უკრაინელი სამხედროები დონეცკის რეგიონში წინსვლას და ოკუპანტისგან დაკავებული მიწის განთავისუფლებას აგრძელებენ.
უკრაინის საზღვაო ქვეითების პრესსამსახურის ინფორმაციით, კონტრშეტევის ფარგლებში, გაათავისუფლეს სოფელი სტოროჟევოე.
დასახლებული პუნქტი ოკუპაციის ქვეშ 2022 წლის მარტიდან იყო.
დასახლების დეოკუპაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს.
მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა მადლობა გადაუხადა საზღვაო ქვეითებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთელი უკრაინული მიწა განთავისუფლდება.