ბორის ჯონსონი თემთა პალატის მანდატს ტოვებს

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თემთა პალატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ BBC-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ჯონსონის ამ გადაწყვეტილების მიზეზი „ფართიგეითის“ საქმეზე საპარლამენტო კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში გახდა, რომელიც კოვიდშეზღუდვების დროს პრემიერის რეზიდენციაში წვეულებებთან დაკავშირებულ სკანდალს ეხება.

ბორის ჯონსონი ბრალდებებს უარყოფს და მიიჩნევს, რომ თემთა პალატის წევრებმა აღნიშნული გამოძიება მისი პარლამენტიდან გაძევების მიზნით წამოიწყეს.

„მათ ჯერ კიდევ არ წარმოუდგენიათ არც ერთი მტკიცებულება, რომ მე გამიზნულად შევიყვანე შეცდომაში [თემთა პალატა]“, – აღნიშნა ჯონსონმა.

მისივე თქმით, კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა „გაჟღენთილია უზუსტობებით“. მანვე დასძინა, რომ დაუნინგ-სტრიტზე გამართული შეკრებების დროს, სოციალური დისტანცია არ იყო „იდეალური“, თუმცა ეს იყო „არსებითი“ სამუშაო ღონისძიებები, რომლებიც  დაშვებული იყო. ჯონსონის მტკიცებით, ის მითითებებს, როგორც ესმოდა, ყოველთვის იცავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები