დიდი ბრიტანეთი ირანს რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში ადანაშაულებს.
შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსეთმა ირანისგან ასობით საბრძოლო დრონი მიიღო.
„ირანი რუსეთს იარაღისა და საბრძოლო მასალის მუდმივ ნაკადს აწვდის, რომელიც გამოიყენება უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად. სანაცვლოდ, რუსეთი ირანს აწვდის დახვეწილ სამხედრო ტექნოლოგიებს, ფინანსურ მხარდაჭერასა და რჩევებს, რომელიც რეჟიმმა შეიძლება გამოიყენოს ახლო აღმოსავლეთში ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ და პროტესტის ჩასახშობად“, – აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ ეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი განცხადებაა, რომელშიც იგი თეირანს მოსკოვისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში ადანაშაულებს.