პენტაგონის განცხადებით, აშშ უკრაინას 2.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.
მათივე ცნობით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვისა და საბრძოლო მასალის კრიტიკულად მნიშვნელოვან შესაძლებლობებს.
კერძოდ, პაკეტში შედის დამატებითი საბრძოლო მასალა „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, 105 მმ და 203 მმ საარტილერიო ჭურვებისთვისა და უპილოტო საჰაერო სისტემებისთვის.
პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აშშ-მა უკრაინას 39.7 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გამოუყო.