ბელგოროდში სროლის შედეგად სამი ადამიანია დაშავებული

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონული ცენტრი უკრაინის მხრიდან მასიური იერიშის სამიზნე გახდა.

როგორც ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამში დაწერა, გასულ ღამეს სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მისივე ინფორმაციით, სროლის შედეგად, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი და რაზუმნოში კერძო სახლები.

ასევე, სროლები იყო ​შებეკინოში, დაზიანებულია შენობები.

“დაბომბვა გრძელდება”, – დასძინა გლადკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები