ნოვა კახოვკაში წყალდიდობას 3-დან 5 ადამიანამდე ემსხვერპლა – მონაცემი დაზუსტებული არ არის

ნოვა კახოვკაში წყალდიდობის შედეგად სამიდან ხუთ ადამიანამდეა დაღუპული, – ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.

ნოვა კახოვკას საოკუპაციო ხელისუფლების ხელმძღვანელის, ვლადიმერ ლეონტიევის განცხადებით, ქალაქში ხუთი ადამიანი დაიღუპა.

წინასწარი მონაცემებით, ყველა გარდაცვლილი მწყემსია, რომლებსაც, სავარაუდოდ, არ ჰქონდათ დრო უსაფრთხო პოზიციებზე მისასვლელად და ისინი პირუტყვის გადარჩენას ცდილობენ.

მანამდე, რუსულმა მხარემ შვიდი, უგზო-უკვლოდ დაკარგულის შესახებ გამოაცხადა. სავარაუდოა, რომ მათგან 5 დაღუპულია, ორის გადარჩენა მოხერხდა.

თუმცა, უკრაინული მხარის ინფორმაციით, ნოვა კახოვკაში ამ დროისთვის სამი ადამიანია დაღუპული.

მთლიანობაში, კახოვსკაიას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად, 29 დასახლება ნაწილობრივ ან მთლიანად დაიტბორა. მათგან 19 კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, 10 კი რუსეთის მიერ არის დროებით ოკუპირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები