პრიგოჟინი: სერიოზულ დანაკარგს განვიცდით, ტერიტორიების ნაწილს დავკარგავთ

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვერ აცნობიერებს სიტუაციის სერიოზულობას და ვერ ახერხებს მის გამოსწორებას.

„მართვა არ არსებობს, დაგეგმარება არ არსებობს, მომზადება არ არსებობს. ურთიერთპატივისცემა არ არის. შემდეგ, ამ ყველაფერს ზემოთ ისტერიკა ცვლის. ჩვენ ახლა სერიოზულ დანაკარგს განვიცდით, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. დიდი ალბათობით, ჩვენ დავკარგავთ ტერიტორიების ნაწილს“, – განაცხადა პრიგოჟინმა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ბახმუტის ჩრდილოეთით, რაზდოლოვკას მახლობლად, რუსეთის არმიამ პოზიციები დაიკარგა. მისივე თქმით, ის, რაც ზაპოროჟიეს მიმართულებით ხდება, ზოგადად შეიძლება დახასიათდეს, როგორც „კატასტროფა“.

„თუ ჯარი კიდევ დაიხევს უკან, 5-8 კმ სიღრმეზე, მაშინ მოწინააღმდეგის უკონტროლო შეღწევა მოხდება. ისინი როგორც კი შევლენ შიგნით, გეზს ბერდიანსკისა და მარიუპოლისკენ აიღებენ. მათი შეჩერება შეუძლებელი გახდება“, – განაცხადა „ვაგნერის“ დამფუძნებელმა.

ევგენი პრიგოჟინმა კრემლის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის შეტევის შესაჩერებლად 200 ათასი ჯარისკაცის გამოყოფა სთხოვა. გარდა ამისა, მან რუსეთის პრეზიდენტს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება ურჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები