ჯოზეფ ბორელი: კახოვკას ჰესის განადგურება რუსული სისასტიკის ახალ განზომილებას წარმოადგენს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ნოვა კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.

„კახოვკას ჰესის განადგურება რუსული სისასტიკის ახალ განზომილებას წარმოადგენს, რომელიც საფრთხეში აგდებს ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ომის დანაშაულად ითვლება. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან დახმარების უზრუნველსაყოფად“, – წერს ბორელი  Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები