პრემიერმინისტრმა ქუთაისში, პროგრამის – „განახლებული რეგიონების” ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, პროგრამის, „განახლებული რეგიონების” ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური ფალიაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. ამ დროისთვის დასრულებულია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 15 შენობის რეაბილიტაცია, რაზეც 9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ამჟამად, მიმდინარეობს ცენტრალური პარკის და მის მიმდებარედ განთავსებული შენობების რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 14.8 მილიონი ლარია. ასევე, მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ოქროს ჩარდახის რეაბილიტაცია. პრემიერმინისტრთან ერთად, ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები