ზელენსკი: ბახმუტის მიმართულება, ყოჩაღ, მებრძოლებო – მტერმა იცის, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, ისინი ამას გრძნობენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბახმუტის მიმართულებით მიღწეული წარმატებისთვის უკრაინელ მებრძოლებს მადლობა გადაუხადა.

„მადლობელი ვარ თითოეული ჩვენი ჯარისკაცის, ყველა ჩვენი დამცველის, ვინც დღეს მოგვაწოდა სწორედ ის სიახლეები, რომლებსაც ველოდებით. ბახმუტის მიმართულება – ყოჩაღ, მებრძოლებო.

ჩვენ ვხედავთ, როგორ ისტერიულად აღიქვამს რუსეთი იქ ჩვენს ნებისმიერ ნაბიჯს, ჩვენს ყველა პოზიციას. მტერმა იცის, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ისინი ამას ხედავენ. ისინი ამას გრძნობენ თქვენი დარტყმების წყალობით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

სახელმწიფოს მეთაურმა გამოყო მე-5 ცალკეული თავდასხმის ბრიგადა და 57-ე ცალკე მოტორიზებული ქვეითი ბრიგადა, რომლებიც „წინ მიიწევენ“.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა ამზადებს ახალ ნაბიჯებს რუსეთის სამხედრო პოტენციალის შესაზღუდად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები