210 ათასზე მეტი ლიკვიდირებული რუსი ჯარისკაცი – უკრაინის გენშტაბის განახლებული ინფორმაცია

უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რიცხვმა 210 350-ს მიაღწია.

განახლებულ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

ასევე, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე ოკუპანტის 3848 ტანკია განადგურებული; 7523 ჯავშანტექნიკა; 3 567 ქვემეხი საარტილერიო ერთეული; 584 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა; 349 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 3189 დრონი; 1136 ფრთოსანი რაკეტა; 6312 მანქანა და ავზი; 484 სპეციალური ტექნიკა.

ასევე, დილის მიმოხილვაში გენშტაბი აცხადებს, რომ მტერი ცდილობს შეტევას კუპიანსკის, ბახმუტისა და მარინსკის მიმართულებით. ბოლო 24 საათში აღნიშნულ რაიონებში, 29 შეტევაა მოგერიებული.

ამავდროულად, რუსეთის გენერალური შტაბი და ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი აცხადებენ, რომ უკრაინული ძალები ცდილობენ შეტევას დონეცკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით – ველიკა ნოვოსელივკას მიდამოში. როგორ რუსები ამბობენ, ყველა თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა დამოუკიდებელი ანალიტიკოსების ინფორნაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს.

უკრაინის გენერალურ შტაბში საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები