ინდოეთში, მატარებლების შეჯახებისას, სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა

ინდოეთში, აღმოსავლეთ ოდიშას შტატში ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებით, ის მომხდარით დამწუხრებულია და მისი ფიქრები დაღუპულების ოჯახებთანაა.

„ავარიის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს და დაშავებულებს ეძლევათ ყველა შესაძლო დახმარება“, – დაწერა მან „ტვიტერზე“.

გავრცელებული ინფორმაციით, Shalimar-Chennai Coromandel Express-ის მატარებლის რამდენიმე ვაგონი ადგილობრივი დროით 19:00 საათზე ლიანდაგებიდან გადავიდა, სხვა – Howrah Superfast Express-ის მატარებელი კი გადაბრუნებულ ვაგონებს შეეჯახა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები