კულტურის სამინისტრომ, საბავშვო-საყმაწვილო სახელოვნებო სკოლების/სტუდიების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა

2 ივნისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „საბავშვო-საყმაწვილო სახელოვნებო სკოლების/სტუდიების ხელშეწყობა“. კონკურსის პირობებისა და ვადების შესახებ ბრიფინგზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა.
„სამინისტრომ კონკურსისთვის 30 000 ლარი გამოყო. კონკურსის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა ემოციური, გონებრივი და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა; სახელოვნებო და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა; არაფორმალური სახელოვნებო განათლების დაწესებულებებში ხარისხიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობა; უმაღლესი სახელოვნებო განათლების დაწესებულებებისთვის პროფესიული კადრების მომზადების ხელშეწყობა.
კულტურის სამინისტრომ ამავე კონკურსისთვის 2022 წელსაც 30 000 ლარი გამოყო და დაფინანსდა ოთხი გამარჯვებული პროექტი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ შემდეგ იურიდიულ პირებს: სახელოვნებო სკოლას/სტუდიას ან იმ გაერთიანებას, სადაც ფუნქციონირებს სახელოვნებო სკოლა/სტუდია; ორგანიზაციას, რომელსაც აქვს ბავშვთა და მოზარდთა სახელოვნებო განათლების დაწესებულებების ინსტიტუციურ განვითარებასთან დაკავშირებული არანაკლებ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენა. კონკურსში შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს პროექტს, რომელიც:
ა) ხელს უწყობს არაფორმალური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას;
ბ) ითვალისწინებს პარტნიორების ფინანსურ ან სხვა ტიპის თანამონაწილეობას.
საკონკურსო განაცხადით გათვალისწინებული პროექტი/ღონისძიება უნდა დაიწყოს არაუადრეს 2023 წლის 10 ივლისისა და დამთავრდეს არაუგვიანეს 2023 წლის 1 ნოემბრისა.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 2 ივნისიდან 2023 წლის 12 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. №4 ნაბეჭდი სახით ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge. კონსულტაციების მიღება შეიძლება სამინისტროს „ცხელი ხაზით“, ტელ.: №032 2 022229; №599 02 01 98.

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 23 ივნისისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის №7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:

დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/awwje3Tt

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები