ზელენსკი: უკრაინა ნატოში რომ ყოფილიყო, რუსეთი თავს არ დაესხმებოდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუთმენლად ელოდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოებას და ამტკიცებს, რომ უსაფრთხოების გარანტიები საჭიროა იქამდე, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინამ გადადგას გარკვეული ნაბიჯი ალიანსთან დაახლოებაში და უნდა მივიღოთ ეს სიგნალი ნატოს ქვეყნებიდან. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

მისი თქმით, უკრაინა ნატოში რომ ყოფილიყო, რუსეთი თავს არ დაესხმებოდა.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა“, – აღნიშნა ზელენსკიმ, რითაც უპასუხა ნატოს გარეთ უსაფრთხოების გარანტიების შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები