შალვა პაპუაშვილი – არველაძის განცხადებაზე: ეს არის იმ პროპაგანდისტული ნარატივის ნაწილი, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ უკვე 10 წელია, ამყარებს

“ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიდგომა ბოლო 10 წელია – სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია. განსაკუთრებით იმ ინსტიტუტების, რომლებსაც მოსახლეობაში ყველაზე მაღალი ნდობა აქვთ, იქნება ეს სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ინსტიტუტები”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი არველაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს.

პაპუაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები “ნაცმოძრაობის” პროპაგანდისტული ნარატივის ნაწილია.

„​ამიტომ ებრძვიან ეკლესიას, ამიტომ ებრძვიან პოლიციას, ამიტომ უცხადებენ ბოიკოტს აღლუმს – 26 მაისის არცერთ აღლუმზე არ მოდიან, იმიტომ რომ ბოიკოტს უცხადებენ ქართულ ჯარს. ეს არის იმ პროპაგანდისტული ნარატივის ნაწილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე 10 წელია ამყარებს, მას შემდეგ რაც ისინი ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას ჩამოაცილა, რომ მოახდინონ სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, არველაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: “პოლიციელებო, პოლიციის დღეს არ გილოცავთ. იმიტომ, რომ პოლიცია აღარ ხართ. ხართ ძაღლობა. ძაღლობას კი პოლიციის დღის მილოცვა არ ეკუთვნის. ხო, სანამ რუსი ბორენკას ხელის ბიჭები ხართ, ძაღლობად დარჩებით!”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები