დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან აქტიური საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს, მაგრამ ამას სიმშვიდე არ შეიძლება ეწოდოს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
„ჩვენ ფაქტობრივად ვართ სიტუაციაში, როდესაც ქალაქის უმეტეს ნაწილს მტერი აკონტროლებს, მაგრამ ქალაქის გარეუბნები სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში რჩება [უკრაინის] თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ და ჩვენ ვაკონტროლებთ თავად ქალაქის შესასვლელს. ფაქტობრივად, მოწინააღმდეგის შეტევითი აქტივობა შეჩერებულია. [თუმცა] მტერმა გაზარდა საარტილერიო დარტყმების რაოდენობა, ანუ ინსტრუმენტებს ცვლის“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მახლობლად გარკვეულ დავალებებს ასრულებენ, რომელთა გამჟღავნებაც არ შეუძლია.
როგორც მან აღნიშნა, ისინი მიმართულია თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებაზე.