პარლამენტმა „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციის” რატიფიცირებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 83 ხმით მხარი დაუჭირა „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციის” რატიფიცირებას და აღნიშნული კონვენციისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.
პროექტის მიხედვით, კონვენციის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა ვერცხლისწყლის და მისი ნაერთების ანთროპოგენული ემისიისა და გაჟონვისაგან. კონვენციის ძირითადი მუხლები ეხება ვერცხლისწყლის პირველად მოპოვებას, ვერცხლისწყლის და მისი ნაერთების შემცველი გაფრქვევების კონტროლს, წყალში და ნიადაგში მისი გაჟონვის კონტროლსა და შემცირებას, ოქროს კუსტარული მოპოვების დროს ვერცხლისწყლის გამოყენების შეზღუდვას.
კონვენცია ასევე ითვალისწინებს ფინანსურ, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ დახმარებას განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის.