მამუკა მდინარაძე: დღეს მელაპარაკებოდა ჩემი ერთ-ერთი კოლეგა, რომ დედაჩემი ორი დღე არ მელაპარაკებოდა 26 მაისის შემდეგ, მეუბნებოდა – ვისთვის მიმაცემინე ხმაო

„ნაცმოძრაობის“ მომხრეებიც კი ამბობდნენ, რომ 26 მაისს არ იყო ასეთი განცხადებების დრო – დღეს მელაპარაკებოდა ჩემი ერთ-ერთი კოლეგა, რომ დედაჩემი ორი დღე არ მელაპარაკებოდა 26 მაისის შემდეგ, მეუბნებოდა – ვისთვის მიმაცემინე ხმაო”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომხრეები ზურაბიშვილთან დაკავშირებით მმართველ გუნდს საყვედურობენ.

„ნაცმოძრაობის“ მომხრეებიც კი ამბობდნენ, რომ 26 მაისს არ იყო ასეთი განცხადებების დრო, სულ რომ ობიექტური ყოფილიყო, აღარ ვლაპარაკობ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ვთხოვეთ თავის დროზე მხარი დაეჭირათ სალომე ზურაბიშვილისთვის. ჩვენ მიმართ საყვედურებზე აღარ ვსაუბრობ. კამერის წინ იშვიათად ამბობენ ხოლმე პოლიტიკოსები ასეთ დეტალებს, მაგრამ დღეს მელაპარაკებოდა ჩემი ერთ-ერთი კოლეგა, რომ დედაჩემი ორი დღე არ მელაპარაკებოდა 26 მაისის შემდეგ, მეუბნებოდა ვისთვის მიმაცემინე ხმაო. ეს რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით, მართლა შედგა ასეთი საუბარი, თუმცა სერიოზულად თუ ვიტყვით, მართლაც გვსაყვედურობენ ჩვენი მომხრეები ამ გამოსვლის შემდეგ და კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ თავის დროზე ეს იყო ცუდი არჩევანი“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები