ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე მოლდოვაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერმინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტი 31 მაისსა და 1 ივნისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ჩატარდება.
პრემიერმინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. პრემიერმინისტრი კიშინეუში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები