“ომამდე საქართველო ნატოში გაწევრიანებასთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე – უკრაინა” – სტეფანიშინა ღარიბაშვილის განცხადებაზე
უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას უპასუხა, რომლის თანახმადაც
უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება.
განცხადება ვიცეპრემიერმა ბრატისლავაში Globsec-ის ფორუმზე გააკეთა.
მისი თქმით, სულ ცოტა ხნის წინ, სრულმასშტაბიან ომამდე, საქართველო ნატოში გაწევრიანებასთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე უკრაინა.
“უკრაინისთვის ძალიან სამწუხაროა ასეთი გზავნილების მოსმენა. ჩვენ ძალიან ვწუხვართ საქართველოს გამო, რომელიც ამჟამად ისეთ სიტუაციაშია, როდესაც ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შეუძლიათ ასეთი განცხადებების გაკეთება. ქართველი ხალხის გვერდით ვართ. ვიცით, რომ ჯერ კიდევ არსებობს დიდი ტრანსფორმაციისა და საქართველოს ევროპულ გზაზე მოძრაობის დაჩქარების შესაძლებლობები“, – განაცხადა ოლგა სტეფანიშინამ.