გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: ყოველთვის ვამბობდით, რომ მათი მიზანია, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს

“ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიზანია, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

მისივე თქმით, ამისთვის ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს.

“ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მათი მიზანია, როგორმე, არ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი, ქვეყანაში იყოს დესტრუქცია და ა.შ. სწორედ ამის გამოძახილია, როდესაც კანონპროექტების განხილვა მიდის, რაც პირდაპირ კავშირშია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან და ოპოზიცია არამც თუ დარბაზში არ არის, არამედ იმ დღეს აწარმოებს ზუსტად რადიკალურ პროცესებს. ჩვენ მტკიცებაც არ გვჭირდება იმის, რომ ოპოზიცია მალულად დადის, როგორც ადრე ვამბობდით და ბრიუსელში ამბობს, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ამას პირდაპირ აღიარებენ”, – აცხადებს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები