პარლამენტმა მესამე მოსმენით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით მიიღო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” ცვლილებები.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტით დგინდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი.
დროებითი წესით, მშენებლობადამთავრებული ობიექტები ექსპლუატაციაში მიიღება. ამ ობიექტის მესაკუთრეებს კი მიეცემათ საშუალება, რომ თავიანთი საკუთრება უკვე დაარეგისტრირონ არა, როგორც მშენებარე, დაუსრულებელი, არამედ როგორც დამთავრებული მშენებლობა. კანონპროექტი პარლამენტის წევრების: რესან კონცელიძის, ზაალ მიქელაძის, ანზორ ბოლქვაძის ინიციატივაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები