“თუ დეოლიგარქიზაციას – ამ ტერმინს ამოიღებენ 12 პუნქტიდან, ამ შემთხვევაში შეიძლება, აღარც მივიღოთ ეს კანონი” – ირაკლი კობახიძე
„თუ დეოლიგარქიზაციას, ამ ტერმინს ამოიღებენ 12 პუნქტიდან, ამ შემთხვევაში შეიძლება, აღარც მივიღოთ ეს კანონი, მაგრამ თუ ეს სიტყვა – ,,დეოლიგარქიზაცია,, დარჩება 12 პუნქტში, მოგვიწევს აუცილებლად ამ კანონის მიღებაც და ამოქმედებაც“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პრემიერმინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„ჩვენ ამ თემაში ბუნდოვანებას ვერ დავტოვებთ. თუ საუბარია დეოლიგარქიზაციაზე, თუ პერსონალიზებულ მიდგომას ითხოვს ევროკომისია, ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს კანონის მიღება პერსონალიზებული მიდგომით. ამოქმედების ვადას რაც შეეხება, შეიძლება დაველოდოთ ევროკომისიას. თუ ისინი ამოიღებენ ამ ტერმინს 12 პუნქტიდან, შეიძლება საერთოდ არ ავამოქმედოთ პრაქტიკაში, მაგრამ ამის წინაპირობაა ამ სიტყვის ამოღება“, – განაცხადა კობახიძემ.