ირაკლი კობახიძე: ცერემონიულ ღონისძიებას არ ვესწრები ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის ღონისძიებები, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირები

“ცერემონიულ ღონისძიებას არ ვესწრები, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის ღონისძიებები სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირები”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას, რატომ არ დაესწრო პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

კობახიძის თქმით, მიუხედავად პოლიციელების მიმართ მისი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა, ღონისძიებას არც წელს და არც შარშან არ დასწრებია.

„აქაც იგივე მიზეზია, რეალურად, არცერთ ასეთ ცერემონიულ ღონისძიებას არ ვესწრები, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის ღონისძიებები, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირები და არა უმაღლესი პარტიული თანამდებობის პირები. აქედან გამომდინარე, არც წელს და არც შარშან არ ვესწრებოდი ამ ცერემონიულ ღონისძიებას, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გამოვხატავ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას პოლიციელების მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები