ირაკლი კობახიძე: რადიკალურმა ოპოზიციამ თავიდანვე განიზრახა არ ჩართულიყო 12 პუნქტის შესრულებაში – ეს მათ დამოკიდებულებას აჩვენებს ქვეყნის მიმართ

„მარტივი სქემა აქვს რადიკალურ ოპოზიციას დალაგებული. მათ თავიდანვე განიზრახეს არ ჩართულიყვნენ 12 პუნქტის შესრულებაში, რომ შემდეგ უფრო ადვილად ესაუბრათ ამ პუნქტების არაჯეროვან შესრულებაზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ქვეყნის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულებას აჩვენებს.

“მარტივი სქემაა, მათ არ სურთ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არ სურს არც გლობალურ ომის პარტიას, ლოკალურ ომის პარტიას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით. აქედან გამომდინარე, ისინი არ მონაწილეობენ 12 პუნქტის შესრულებაში და მარტივად რომ ვთქვათ, ახორციელებენ ამ პროცესის საბოტაჟს. ეს მათ დამოკიდებულებას აჩვენებს ქვეყნის მიმართ“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები