ირაკლი კობახიძე: მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ “ნაცმოძრაობის” დაშლა

“ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ნაცმოძრაობის დაშლა, მათ შორის, პარლამენტის რიგებში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობაში” დეპუტატების რაოდენობის შემცირება მათი რეიტინგის კლების პირდაპირპროპორციულია.

“ნაცმოძრაობა” პარლამენტში შემოვიდა 36 დეპუტატით და ახლა მათ ფრაქციაში რჩება 20 დეპუტატი – მათი რიგების კლება არის მათი რეიტინგის კლების პირდაპირპროპორციული.

რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ნაცმოძრაობის დაშლა, მათ შორის, პარლამენტის რიგებში. ის ცვლილებები, რომლებსაც დღეს კიდევ ერთხელ დავუჭერთ მხარს, დამატებით წაახალისებს “ნაცმოძრაობის” დაშლას“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები