არჩილ თალაკვაძე: თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ერთიანობას ჩვენი ქვეყნის ინტერესების გარშემო, სათანადოდ ვუპასუხებთ ყველა პროვოკაციას

“თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ერთიანობას ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გარშემო, სათანადოდ ვუპასუხებთ ყველა პროვოკაციას და საქართველოს ყველა მტერსა და მოწინააღმდეგეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველო მშვიდობიანი გზით გამთლიანდეს.

“რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაცია დაესხა თავს საქართველოს. რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენმა ხელისუფლებამ შეცვალა ის რეჟიმი, რომელმაც საკუთარი ხალხი ბრძოლის ველზე მიატოვა. ასევე, მიატოვა საკუთარი ჯარისკაცები, ჩააბარა რუსეთის ფედერაციას 200-ზე მეტი სოფელი. ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებდა და ამის კეთებას ოპოზიციაში დღესაც განაგრძობს, თუმცა, მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ, მშვიდობიანი განვითარების გზით, საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით და პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო გაერთიანდეს და გამთლიანდეს. ეს შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ერთიანობას ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გარშემო, სათანადოდ ვუპასუხებთ ყველა პროვოკაციას და საქართველოს ყველა მტერსა და მოწინააღმდეგეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები