„ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ მოუნელებია, რომ მისი მმართველობის შემდეგ საქართველოში არის მშვიდობა” – ირაკლი ქადაგიშვილი

“როდესაც ირაკლი ღარიბაშვილს მოდერატორმა ჰკითხა, თუ რა იყო უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების მიზეზი, ღარიბაშვილმა თქვა ის, რაც მსოფლიოში აღიარებულია – გადაახვიეთ და ნახეთ, რა საკითხზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები აშშ-ს, ევროკავშირსა და რუსეთს შორის ომის დაწყების წინ, რა პრეტენზიას აყენებდა მოსკოვი და როგორ იმუქრებოდა ის აგრესიით, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

„ბუქარესტის ნატო-ს სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ, როცა არც მწვადის დაწვა უნდოდათ და არც შამფურის, რუსეთის ქმედებების პროვოცირება გამოიწვია. მეორე საკითხია ის, თუ რამდენად გონივრულად იქცეოდა საქართველოს ხელისუფლება.

90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში პერმანენტულად შიდა თუ გარე აგრესია იყო. ამის კონსტატირება რაიმე განსხვავებულსა და ახალს არ ნიშნავს. საქართველომ ეს მძიმე ისტორია გამოიარა. ამ ყველაფერმა თითოეული ქართველის ზურგზე და ცხოვრებაზე გაიარა. ჩვენ მშვიდობის შენარჩუნებას ვახერხებთ. ეს არის ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ნერვებს უშლის.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ მოუნელებია, რომ მისი მმართველობის შემდეგ საქართველოში არის მშვიდობა – ნუ ცდილობთ ყველანაირი ხერხით, რომ საქართველო ომისა და ქაოსის მდგომარეობაში დააბრუნოთ – ეს არ მოხდება!“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები