“რუსეთი სამხედრო ინიციატივებს თმობს და იძულებულია, უპასუხოს უკრაინის ქმედებებს” – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსული არმია მაისის დასაწყისიდან ბრძოლის ველზე სამხედრო ინიციატივებს სულ უფრო თმობს და ხშირად უკრაინის ქმედებებზე რეაგირებს ვიდრე საკუთარ მიზნებისკენ მიიწევს.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ მაისში 20 ღამის განმავლობაში რუსეთი უკრაინას დრონებით და ფრთოსანი რაკეტებით უტევდა, ამასთან, ვერ მიაღწია დიდ წარმატებას საკუთარი მიზნების მიღწევაში, რაც უკრაინის მოდერნიზებული საჰაერო თავდაცვის განეიტრალებას და კონტრშეტევისთვის მომზადებული უკრაინული ძალების დამარცხებას გულისხმობს.

რუსეთის უმაღლესი სარდლობა, სავარაუდოდ, ცდილობს – შექმნას სარეზერვო ძალები და განათავსოს ისინი იქ, სადაც, მათი აზრით, შეიძლება მოხდეს კონტრშეტევა. მაგრამ მას ამ ძალების ნაწილის გადასროლა მოუწია ბახმუტის ირგვლივ ფრონტის ხაზზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები