დღეს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს კენჭს უყრის
საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს კენჭს დღეს უყრის. საკითხი ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების არჩევის წესში შესატან ცვლილებას ეხება.
აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე დაასახელებს. იცვლება არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი.