დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ
საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე დღეს დეპუტატები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ და კენჭს უყრიან.
ინიციატივა კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად მოწესრიგებას გულისხმობს.
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლებური წესით ცესკოს თავმჯდომარის არჩევა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ დოკუმენტში ვენეციის კომისიის ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა ასახული.