გია ვოლსკი: ჩვენ მყარად ვდგავართ იმ პოზიციაზე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა იქნეს დაზარალებული
სალომე ზურაბიშვილის განცხადებები მმართველი გუნდის პოზიციებს არ ემთხვევა, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრები აცხადებენ.
“ქართულ ოცნებაში” იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი ევროპარლამენტის ტრიბუნას დღეს საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებსა და წარმატებაზე სასაუბროდ გამოიყენებს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა იქნეს დაზარალებული.
“პრეზიდენტის პოზიცია, ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რადიკალურად ეწინააღმდეგება იმ პოზიციას, რომელიც გააჩნია მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობის ჯგუფს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვდგავართ მყარად ამ პოზიციაზე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა იქნეს დაზარალებული. კიდევ ერთხელ, იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროინტეგრაციის პროცესისაკენ მიმავალი გზა ყველასთვის ერთია,“ – აცხადებს გია ვოლსკი.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტი 13 წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს.