მედიის ცნობით, აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

აშშ უკრაინას დამატებით 300 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს Patriot-ის ტიპის რაკეტებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის, რაკეტები HIMARS სისტემებისთვის, სატანკო საბრძოლო მასალა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები.

გარდა ამისა, სამხედრო პაკეტში შევა Zuni-ის ტიპის საავიაციო რაკეტები, AIM-7 კლასის რაკეტები რადიოლოკაციური სამიზნეებით. ასევე საუბარია საჰაერო თავდაცვის Avenger სისტემებზე და Stinger საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე.

აღნიშნული დახმარების პაკეტი იქნება რიგით 39-ე შეერთებული შტატების მხრიდან. პენტაგონის ცნობით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, აშშ-მა უკრაინას 36,9 მილიარდზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები