საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ბრიუსელში შეხვდა.
„პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გავიმეორე ქართველი ხალხის ურყევი ნება, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ხაზი გავუსვი ქართველი საზოგადოებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს ისტორიულ გზაზე“, – წერს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.
მანამდე სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს, ბრიუსელში ევროპარლამენტს მიმართავს.
To President @vonderleyen , I reiterated the unwavering will of the Georgian people to join the European family & emphasized the importance of the status of a 🇪🇺 candidate for 🇬🇪 society
I look forward to our continued cooperation advancing 🇬🇪 on its historic path toward 🇪🇺 pic.twitter.com/MQ5Ntpv5WC
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 30, 2023