შარლ მიშელი: ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია

საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის მიმართ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია.

საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის მიმართ.

საკვანძო პრიორიტეტებში კონკრეტული პროგრესი ჩვენი ევროკავშირის ოჯახისკენ თქვენს გზაზე გადამწყვეტია“, – წერს მიშელი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები