საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
პრეზიდენტის თქმით, მიშელმა საქართველოს ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„მადლობა შარლ მიშელს საქართველოს ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი საერთო ევროპული მომავლის მიმართ. საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
Thank you @CharlesMichel for your continuous support for 🇬🇪’s unwavering
European path & reaffirming 🇪🇺’s rock solid support for our shared European future🇬🇪 will return to its European family 🇪🇺https://t.co/3dUfw1zc0J
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 30, 2023